სტუდენტების საყურადღებოდ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების საყურადღებოდ!

2021-22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი დაიწყება მ/წ 14 მარტს, შერეული (ჰიბრიდული) ფორმით. სტუდენტთა ონლაინგამოკითხვის შედეგების შესაბამისად, მეცადინეობები გაიმართება ერთდროულად, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატით.

 

„2021-2022 სასწავლო წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 სექტემბრის N849376 ბრძანების შესაბამისად, ძალაში რჩება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები: თერმოსკრინინგი, დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება, დისტანციის დაცვა და პირბადეების ტარება.