კონკურსი პოსტდოქტორანტის თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კონკურსი პოსტდოქტორანტის თანამდებობის დასაკავებლად

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პოსტდოქტორანტის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში:

  • ბიზნესისა და მართვის სკოლის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი - 1 საშტატო ერთეული
  • საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი 1 საშტატო ერთეული

 

კონკურსზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც დასრულებული აქვთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტურა არა უმეტეს ხუთი წლის ფარგლებში და მიღებული აქვთ შესაბამისი აკადემიური ხარისხი.

 

სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება, ორი წლის ფარგლებში (კვლევითი პროექტის ხანგრძლივობის გათვალისწინებით), ხელშეკრულებით

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

  • კვლევითი პრობლემის აქტუალობა (თეორიული, პრაქტიკული შედეგები)
  • კავშირი სადისერტაციო კვლევით პრობლემასთან
  • კვლევის განვითარების პერსპექტივა
  • დასაბუთება/კომუნიკაცია
  • კვლევის შედეგების დანერგვა

 

პროექტის შეფასების მაქსიმალური ქულაა 25, თითოეული კომპონენტი ფასდება 5 ქულით

5 (გამორჩეული) - პროექტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს სრულად, შეიძლება 1-2 არა არსებითი ხარვეზის არსებობა

4 (კარგი) - პროექტი აქტუალურია, მაგრამ შეიძლება 1-2 კრიტერიუმით გათვალისწინებული მოთხოვნა საჭიროებს დახვეწას

3 (საკმარისი) - პროექტი, ძირითადად, პასუხობს კრიტერიუმების მოთხოვნას, მაგრამ საჭიროებს კორექტირებას დასაბუთების ნაწილში ან/და სადისერტაციო კვლევის შედეგებთან არ აღიქმება კავშირი, ან/და სხვა კრიტერიუმებით განსაზღვრულ მოთხოვნასთან არა ადეკვატურია შინაარსი

2 (არასაკმარისი) - არ არის დამაჯერებელი პროექტის აქტუალობის დასაბუთება, ყველა სხვა კრიტერიუმით გათვალისწინებული შინაარსი შეიცავს არსებით ხარვეზებს.

1 (შეუსაბამო) - პროექტი არ პასუხობს კრიტერიუმებს ან შეუძლებელია შეფასება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

 

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • C.V. (იხ. ბმული)
  • დიპლომის ასლი აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ
  • პირადობის მოწმობა
  • ფოტოსურათი (ელექტრონული ფორმით)
  • კვლევითი პროექტი

 

საბუთები მიიღება მ/წ 4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით; შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gruni.edu.ge

 

მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი , მე-13 კილომეტრი; ირინა ენუქიძის 3 ; საკონტაქტო ტელეფონი : 2 38 44 06; 2382706 ელ ფოსტა: info@gruni.edu.ge; n.kubaneishvili@gruni.edu.ge