მიმდინარე წლის 18 თებერვალს ექსკლუზიურად რუსთავის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის გაიმართა გრუნის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა მერი ლომიამ სკოლის მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის 30-წლიანი საქმიანობა, ის ტრადიციები, მიღწევები და სიახლეები, რითაც უნივერსიტეტი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან გამოირჩევა.
ახალი, თანამედროვე საგანმანათლებლო კამპუსები თბილისსა და ბათუმში, უახლესი მატერიალურ - ტექნიკური რესურსით აღჭურვილი საგანამანათლებლო სივრცე, არასტანდარტული აუდიტორიები, რეკრიაციული სივრცე და სპორტული მოედანი, საინტერესო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, ახალი სასწავლო ლაბორატორიები და ცენტრები მოსწავლეებმა ვიდეორგოლებისა და სხვადასხვა თვალსაჩინოების გამოყენებით დაათვალიერეს. შეხვედრის დასასრულს გრუნის წარმომადგენლებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები და დირექტორის მოადგილე ნინო ღვინიანიძე.