ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (ეპაგი) სულ რამდენიმე თვეა გრუნის პარტნიორი ორგანიზაცია გახდა. პირველი პროექტი, რომელსაც ის სთავაზობს უნივერსიტეტის სტუდენტებს - მენტორობის პროგრამაა.
პროგრამის მეორე ნაკადი იწყება და ის მხოლოდ 4 უნივერსიტეტის: საქართველოს უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს მომავალი კარიერისთვის უკეთ მომზადებაში, დაეხმაროს პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავებასა და პროფესიის მიმართ სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში,
თუ ხართ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-3 ან მე-4 კურსების სტუდენტი და თქვენი საერთო GPA არის 2.5 ან მეტი, შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ პროგრამაში!
გთხოვთ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 2022 წლის 22 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/VSYYUHUESZegVaJ5A
ეპაგის მენტორობის პროგრამის მე-2 ნაკადში 70 სხვადასხვა სპეციალობისა და გამოცდილების მენტორი ჩაერთვება. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://airtable.com/shrLsRCECHDWQeUr6/tbl0XVmdLwWRpbFHt
მენტორობის პროგრამა ქართულ და ინგლისურენოვან სექციებს მოიცავს და გათვალისწინებულია უცხოენოვანი სტუდენტებისთვისაც.