გრუნი ESI-ის პოსტდოქტორანტურის პროგრამის ოფიციალური პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი ESI-ის პოსტდოქტორანტურის პროგრამის ოფიციალური პარტნიორი გახდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (ESI) პოსტდოქტორანტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის - „სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები პოსტკრიზისულ პერიოდში“, ოფიციალური პარტნიორი გახდა. GRUNI არის პირველი უნივერსიტეტი რეგიონიდან, რომელიც უერთდება 11 უნივერსიტეტის კონსორციუმს მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ის თავის კამპუსში უცხოელ პროფესორებსა და მკვლევრებს უმასპინძლებს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ პროგრამის ბმულს: https://euinstitute.net/postdoc/

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის ხელშეკრულება ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან 2022 წლის თებერვალში გააფორმა.