ნანტის უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნანტის უნივერსიტეტი გიწვევთ სასწავლებლად

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას 2022-2023 სასწ. წლის პირველ სემესტრში, საფრანგეთის ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებში სწავლის გასაგრძელებლად.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

 

სემესტრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი - კრედიტები აღიარებულ იქნება გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ.

 

ნანტის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება ფინანსდება ორი უნივერსიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, პროფესორ თამარ გაგოშიძეს t.gagoshidze@gruni.edu.ge

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აპრილი.

 

გისურვებთ წარმატებას!