ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) 2021-2025 წლების ერთ-ერთი სტრატეგიის - „სტუდენტური ცხოვრება“, ფარგლებში იწყებს სტუდენტური პროექტების დაფინანსებას:
შემოთავაზებული ფრანგულენოვანი პროექტები მოიცავს ინოვაციურ აქტივობებს შემდეგ თემებთან დაკავშირებით:
- დემოკრატიის ხელშემწყობი აქტივობები;
- ჯანმრთელობასთან, მიგრაციასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობები;
- კულტურული ღონისძიებები;
პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი.
შენიშვნა: ყველა შემოთავაზებული საპროექტო აქტივობა უნდა დასრულდეს 2023 წლის 1 მარტამდე.
პროექტის ფარგლებში დასაშვები აქტივობები შეიძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად: საინფორმაციო დღეები, ვებინარები, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, ტრენინგი, შეჯიბრებები, სემინარები, ვორქშოფები, კულტურული, სოციალური და სპორტული აქტივობები, საველე ვიზიტები.
AUF-ის გრანტი მოიცავს პროექტის აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებულ დაფინანსებას: სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალა, საოფისე აღჭურვილობა/საკანცელარიო ინსტრუმენტები, ტრენერის საფასური, პრიზები, მცირე კომპიუტერული აღჭურვილობა ან საჭირო თანხა, რომელიც აუცილებლად და პირდაპირ არის დაკავშირებული დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობასთან.
პროექტისთვის მინიჭებული AUF გრანტი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 1000 ევრომდე; პროექტი არ ზღუდავს რამდენიმე პარტნიორისგან შედგენილ თანადაფინანსებას.
მეორე პროექტი:
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF), პროფესიული ინტეგრაციის მიზნით, იწყებს სტუდენტების პროფესიული სტაჟირების დაფინანსებას საზღვარგარეთ.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 21 მარტამდე.
საერთაშორისო პროფესიული სტაჟირების მობილობის დაფინანსება გაიცემა 1-დან 3 თვემდე ვადით, რომელიც განხორციელდება 2022 წლის 18 აპრილიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.
სტაჟირება უნდა იყოს კანდიდატის საუნივერსიტეტო კურსის ნაწილი.
კანდიდატებმა თავად უნდა მოძებნონ და წარადგინო/დაასახელონ მასპინძელი სტრუქტურა, რომლის ძირითად სამუშაო ენას ფრანგული წარმოადგენს.
AUF-ის მხარდაჭერა მოიცავს ტრანსპორტს, ყოველთვიურ დახმარებას და ჯანმრთელობის დაზღვევას.