პროფესორ თამარ გამსახურდიას ვიზიტი პოლონეთში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორ თამარ გამსახურდიას ვიზიტი პოლონეთში


ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორ უნივერსიტეტებთან.

 

ამა თუ იმ სფეროში მიმდინარე მსოფლიო პროცესებისა და ტენდენციების ანალიზი, გამოცდილების გაცნობა და გაზიარება საერთაშორისო ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია გრუნისთვის.

 

2021 წლის 20-27 ნოემბერს პროგრამა ERASMUS+ -ის ფარგლებში პოლონეთში, იან კოხონოვსკის უნივერსიტეტში, იმყოფებოდა გრუნის პროფესორი თამარ გამსახურდია. ერთი კვირის განმავლობაში მან პოლონელ სტუდენტებს გააცნო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი და წაიკითხა ლექციები თემაზე: „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციები მსოფლიო მასშტაბით, საქართველოსა და პოლონეთში“.