გრუნის სტუდენტები - მოხუცებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტები - მოხუცებს

გრუნის თვითმმართველობის ინიციატივით და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ტრადიციისამებრ, სტუდენტებმა საშობაო-საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს. მათ მოხუცებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ნუგბარი, ტკბილეული და საჩუქრები მიართვეს პანსიონში, რომელიც 2014 წელს გაიხსნა უწმინდესის ლოცვა-კურთხევით.

 

მოხუცები ძალიან გაახარა ახალგაზრდების სტუმრობამ. მათ მადლობა გადაუხადეს ყურადღებისთვის და წარმატებები უსურვეს სწავლაში.

 

აღსანიშნავია, რომ აქციაში ყველა სკოლის სტუდენტი მონაწილეობდა და, ყოველწლიურად, სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი.

 

თვითმმართველობა კვლავაც გააგრძელებს ანალოგიურ აქციებს.