2022 წლის 8 იანვარს, პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ეთნიკური კონფლიქტები, ენობრივი უმცირესობები და 21 - საუკუნის მსოფლიო პოლიტიკა".
კონფერენციაზე მოხსენება - "აფხაზური ენა - ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში", წარადგინა გრიგოლ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსდამთავრებულმა გოჩა ოჩიგავამ.
მეცნიერმა კონფერენციის მონაწილეებს საინტერესო მოსაზრებები გაუზიარა აფხაზურ ენასთან დაკავშირებით.
აღინიშნა ისიც, რომ აფხაზეთის თემა, ეთნიკური კონფლიქტები, სახელმწიფო ენის კულტურასა და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, ენობრივი უმცირესობები მოწინავეა იმ უმთავრეს საკითხთა შორის, რომლებიც მუდმივად განიხილება სამეცნიერო კონფერენციებზე, ტრენინგებზე, ლექციებზე, დისკუსიებზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის საუნივერსიტეტო სივრცეში.
მოხსენებამ მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.