ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ შეაჯამა საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევითი საქმიანობა და რიგით მეოთხე ღონისძიებაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“, წარმოადგინა საუკეთესო ნაშრომები.
ღონისძიების მიზანი იყო სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ღონისძიებაში მონაწილობდა 23 სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ბიზნესისა და მართვის სკოლამ, პროფესორმა. ნათია დაღელიშვილმა, უნივერსიტეტის სახელით წარადგინა მონოგრაფია „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის კვლევა საქართველოში“.
აღნიშნული კვლევა განახორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში.
განხორციელებულ კვლევაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები:
ვასილ კიკუტაძე - პროექტის ხელმძღვანელი;
მურთაზ კვირკვაია - კოორდინატორი;
ნათია დაღელიშვილი - მკვლევარი;
გივი გუჯარაიძე - მკვლევარი;
თამარ თავხელიძე - მკვლევარი.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და მას ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია.