ზამთრის ონლაინსკოლა სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ზამთრის ონლაინსკოლა სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პარტნიორი, აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), 2022 წლის 24 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ბიზნესისა და მართვის, საჯარო მმართველობისა და მედიცინის სკოლების სტუდენტებს სთავაზობს ზამთრის ონლაინსკოლაში მონაწილეობას. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო საგანი.

 

სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ბონუს სექციაშიც მიიღონ მონაწილეობა და შეისწავლონ თურქეთის თანამედროვე ისტორია და კულტურა, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადაეცემათ IAU International Office სერტიფიკატი.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ორ ყველაზე მაღალი მოსწრების სტუდენტს სრულად დააფინანსებს.

 

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში, უნდა აცნობონ ამის შესახებ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრს მეილზე: international@gruni.edu.ge , აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 იანვარი.