2021 წლის 23 დეკემბერს, ასოცირებული პროფესორის, ნონა ჭანტურიას მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის “ჰოლოკოსტის ისტორიის“ კურსის სტუდენტებს, ონლაინ ლექცია ჩაუტარა ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, მიხალ ბილევიჩმა.
ლექცია შეეხებოდა ჰოლოკოსტის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. კერძოდ, ჰოლოკოსტის ხსოვნის ადგილების მონახულების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლებასა და ჰოლოკოსტის შესახებ განათლების პოლიტიკურ კონტექტს.
ლექციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც კურსის სტუდენტებმა მომხსენებელს საინტერესო კითხვები დაუსვეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ფსიქოლოგიის, გეტოების ფსიქო-სოციალური ატმოსფეროსა და ევროპაში ახალგაზრდების ჰოლოკოსტისადმი დამოკიდებულების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მიხალ ბილევიჩმა აღნიშნა სტუდენტების კითხვების სიღრმე და მომზადების დონე. მან კურსის ავტორთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.