ესეების კონკურსი „მულტირელიგიური საქართველო“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ესეების კონკურსი „მულტირელიგიური საქართველო“ დასრულდა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა დაასრულა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებისათვის გამართული კონკურსი: „მულტირელიგიური საქართველო“.

 

კონკურსის მიზანი იყო მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ გარემოში თანაცხოვრების კულტურის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება.

 

კონკუსში მონაწილეობდნენ: თბილისის, ოზურგეთის, ლაგოდეხის, ზუგდიდის, ხულოს, თელავის, ჩოხატაურის, ფოთის, მუხრანის, თიანეთისა, აკეთისა და გორის საჯარო და კერძო სკოლების მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეები.

 

კონკურსის მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ესე, რომელიც მულტირელიგიურ საქართველოში სხვადასხვა კონფესიის თანაცხოვრებას, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის ტრადიციებს და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვას, არსებულ რეალობასა და გამოწვევებს შეეხებოდა;

 

საკონკურსო პრიზები:

 

I ადგილი - 40%-იანი სასწავლო გრანტი;

II ადგილი - 30%-იანი სასწავლო გრანტი;

III ადგილი - 20%-იანი სასწავლო გრანტი;

 

მოსწავლეების ნაშრომები შეაფასა საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ:

  • გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი;
  • დიანა ტყებუჩავა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მერი ლომია, ფილოლოგიის დოქტორი, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი;

 

საკონკურსო კომისიამ ნაშრომები შეაფასა ავტორების მიერ წარმოდგენილი ანალიზის, მსჯელობის, ტექსტის ენისა და სტილის გათვალისწინებით და მეორე და მესამე საპრიზო ადგილები მიანიჭა რამდენიმე მოსწავლეს.

 

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულად ცნო:

 

I ადგილი

გიორგი მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

 

II ადგილი

ვატო მამფორია - თბილისის „ახალი ქართული გიმნაზია“, მე-11 კლასი;

ნიკა კობერიძე - თბილისის „ახალი ქართული გიმნაზია“, მე-11 კლასი;

 

III ადგილი

ზვიად ქაძანაია - ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

ალექსანდრე ბერაია - ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

თათია ინჯგია - გორის მესამე საჯარო სკოლა, მ-11 კლასი;

მერი ასლანოვა - თბილისის 169-ე საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;

მეა ირემაძე - ოზურგეთის, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;

 

უნივერსიტეტი ულოცავს კონკურსში გამარჯვებულებს ამ წარმატებას!