2021 წლის 9 დეკემბერს, “ჰოლოკოსტის ისტორიის“ კურსის ხელმძღვანელის, ნონა ჭანტურიას მოწვევით, კურსის სტუდენტებს ონლაინ ლექცია წაუკითხა ამერიკელმა იურისტმა ა. ოსტროვსკიმ. ლექცია შეეხებოდა მისივე წიგნს “ცხოვრება გარდაცვლილთა შორის“, რომელიც სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და ამ ჟანრში ერთ-ერთი ბესტსელერია.
წიგნი შეეხება ჰოლოკოსტის დროს ავტორის ოჯახის ისტორიას, დარბევებსა და ნაცისტების მიერ ებრაელთა განადგურებას. ლექცია საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, უშუალოდ მოესმინათ ჰოლოკოსტის მსხვერპლის შთამომავალის ისტორია და ლექციის შემდეგ კითხვები დაესვათ მისთვის.
ლექციის დასასრულს, ამერიკელმა ავტორმა მადლობა გადაუხადა კურსის ავტორს და სტუდენტებს ამ შეხვედრისათვის, ხაზი გაუსვა სტუდენტების მომზადების დონეს, მათი საინტერესო და კომპლექსური კითხვებიდან გამომდინარე.
კურსის ფარგლებში მსგავსი საერთაშორისო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.