ტრენინგი ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისათვის


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში მუდმივად განიხილება უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასწავლო, საკონსულტაციო-ექსპერტული საქმიანობის განხორციელება.

 

აჭარის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნივერსიტეტი ყოველწლიურად უსასყიდლოდ ახორციელებს საჯარო მოხელეების მომზადებისა და გადამზადების სხვადასხვა პროექტს. მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ბათუმის წარმომადგენლობაში ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისათვის გაიმართა ტრენინგი ,,საჯარო ფინანსების ეფექტური მართვა", რომელშიც მონაწილეობდნენ მერიის სამსახურების უფროსები და სპეციალისტები.

 

ტრენინგკურსს უძღვებოდა უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის პროფესორი თამარ გამსახურდია.

 

კურსის მიზანი გახლდათ სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის ხელშეწყობა. შეხვედრაზე განიხილეს: სახელმწიფო პროექტების შეფასება, შემოსავლისა და სარგებლის ანალიზის კონცეფცია, ფინანსური ანალიზის განხორციელების მეთოდები და ინსტრუმენტები, პროექტის რისკისა და განუსაზღვრელობის შეფასების კრიტერიუმები და სხვ.

 

კურსის დასრულების შემდეგ საჯარო მოხელეები შეძლებენ ხარჯისა და სარგებლის ანალიზის ჩატარებას ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, გარემოსდაცვითი, განათლებისა და ა.შ. პროექტების შესაფასებლად. ამ მეთოდის გამოყენება ასევე შესაძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის შესაფასებად.

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 

უნივერსიტეტი კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით საქმიანობას.