ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიის - McGraw Hill, წარმომადგენლების შეხვედრა მედიცინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ამერიკული საგანმანათლებლო კომპანიის - McGraw Hill, წარმომადგენლების შეხვედრა მედიცინის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებთან

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 3:30 საათზე ორგანიზაცია English Book Education-ის ინიციატივით გაიმართება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ამერიკის სასწავლო-საგანამანთლებლო კომპანიის - McGraw Hill, წარმომადგენლებთან, მის რეგიონალურ მენეჯერთან.

 

ეს არის McGraw Hill-ის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მისი მიზანია გაიცნოს ამ ქვეყნის საგანმანათლებლო საქმიანობა და მედიცინის მიმართულების აკადემიურ პერსონალს გააცნოს ის თანამედროვე, ამერიკული გამოცდილება, რომელსაც McGraw Hill-ი სთავაზობს ქართულ საგანმანათლებლო სექტორს.

 

ორგანიზაცია English Book Education წარმოდგენს საქართველოში ბრიტანულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, როგორებიც არიან: Macmillan Education, Pearson, Oxford university Press, National Geographic Learning, Cambridge University Press, ასევე, ETS GLOBAL TOEFL- ის რეგიონალური საგამოცდო ცენტრი.