ვებინარი აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებინარი აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებისთვის


მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აშშ-ის საელჩოსთან და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა ვებინარი სტუდენტებისათვის.

 

ვებინარის მიზანი იყო სტუდენტებისათვის გაეცნო აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები და ამით კიდევ უფრო გაეფართოებინა საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროში მათი ჩართვის შესაძლებლობა.

 

ვებინარის მონაწილეებს მიესალმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, ხოლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა: თეა კუჭუხიძემ და ირაკლი მალანიამ. მათ სტუდენტებს გააცნეს სამი პროგრამა:

 

Fulbright Graduate Student Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/

 

Study of the United States Institute for Students - https://ge.usembassy.gov/education-culture/2016-susi-student-leaders-local-state-federal-public-policymaking/

 

UGRAD- https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/global-undergraduate-exchange-program-ugrad-for-undergrads/

 

დაწვრილებით განმარტეს პროგრამების დანიშნულება და მიზანი; ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი და ის გასათვალისწინებელი საკითხები, რომელიც დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისათვის არის საჭირო.

 

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. ვებინარს ასევე ესწრებოდა აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ თურმანიძე.