სამეცნიერო ბაზების მომწოდებელი კომპანია “ელსევიერი“ მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს აძლევს მათ ბაზებზე დისტანციურად წვდომის შესაძლებლობას, ამისათვის გააქტიურებულია გრუნის პროფილი და აღნიშნულ ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის სივრცის მიღმაც.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გვთავაზობს სამეცნიერო ბაზების მოხმარებასთან დაკავშირებულ ვებინარებზე დასწრების ინსტრუქციას:
- მომხმარებელს შეუძლია დაესწროს როგორც დაგეგმილ ვებინარებს, ასევე, გაეცნოს უკვე ჩატარებული ვებინარების ჩანაწერებს.
- ვებინარებზე წვდომისთვის დაინტერესებული პირები, წინა წლის მსგავსად, უნდა დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე: BrightTalk. რეგისტრაციისას, თუ არ არის მითითებული საქართველოს სასაათო ზონა, შესაძლებელია, მიეთითოს ის ზონა, რომელიც ემთხვევა საქართველოს დროს.
- ვებინარებზე წვდომა შესაძლებელია ამ ბმულზე
- BrightTalk-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებისას გთხოვთ გამოიყენოთ გრუნის მეილი.
გულიკო ყეინაშვილი