მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, აშშ-ის საელჩოსთან და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ატარებს ვებინარს, რომლის მიზანია ლექტორებს გააცნოს ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული შემდეგი გაცვლითი პროგრამების შესახებ:
- Fulbright Visiting Scholar Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-visiting-scholar-program-university-professors/
- Fulbright Faculty Development Program - https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-faculty-development-program/
- Study of the United States Institute for Scholars - https://ge.usembassy.gov/education-culture/susischolars/
ვებინარს გახსნის ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი, ხოლო პროგრამების შესახებ ისაუბრებენ საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორები: თეა კუჭუხიძე და ირაკლი მალანია. ვებინარს ასევე დაესწრება ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ თურმანიძე.
ვებინარი გაიმართება ქართულ ენაზე.
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული და შემოსვლის დეტალები:
Meeting ID: 917 5716 4512