მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გაიმართა ხმელთაშუაზღვის მე-9 ინტერდისციპლინური ფორუმი, რომელიც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ: სამართლის, პოლიტიკის, განათლებისა და ფილოსოფიის საკითხებს მიეძღვნა.
ფორუმის მუშაობაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლტიკისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები დღევანდელობის აქტუალურ თემებს: კოვიდპანდემიას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.
ფორუმი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და განხილული თემატიკა ასეთი გახლდათ:
- Mechanisms to encourage vaccination of public servants and state-funded employees in the Autonomous Republic of Adjara;
- Teaching Turkish in Georgia has been progressing fruitfully;
- Georgia’s relations with the Russian Federation;
- COMPARATIVE ANALYSIS OF ANTI-DRUG POLICIES IN GEORGIA AND DIFFERENT FOREIGN COUNTRIES
- Covid 19 pandemic and tourism management policies in a regional context (On the example of the Adjara AR)
- A Need for a General Clause? An analysis of the Law on Police of Georgia
- Perpetuating the evidence in civil law proceedings
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია ნაყოფიერად თანამშრომლობს ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტთან.