აშშ-ის საელჩო ყოველწლიურად ახორციელებს მედიაგანათლების პროგრამას MEDIA EDUCATION PROGRAM (MEP) ჟურნალისიტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების გაძლიერებასა და თანამედროვე მედიასტანდარტების დანერგვას. პროექტი მოიცავს ორკვირიან სასწავლო ვიზიტს აშშ-ში და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას.
წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან პროგრამაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და მულტიმედიაცენტრის ხელმძღვანელი მაია (თათია) პაჭკორია.
ამერიკაში პროგრამის მონაწილეებს მასპინძლობდა პარტნიორი ორგანიზაცია World Chicago, მისი დირექტორი პეგი პარტენოფი და მედიაგანათლების პროგრამის ხელმძღვანელი დენის მეტსონი.
მონაწილეები გაეცნენ ჩიკაგოსა და ქალაქ ნორმალის საუნივერსიტეტო ველს, ოცდაათამდე ამერიკელი კოლეგის გამოცდილებას და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დისტანციური სწავლების სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერატიული მიმართულებები, საინფორმაციო ინტერნეტპორტალების საქმიანობა, სხვადასხვა პლატფორმაზე ამბის თხრობა და საერთაშორისო მოვლენების გაშუქება, მულტიმედიური საშუალებების გავლენა, ონლაინ დღის წესრიგის განსაზღვრა, ახალი ამბების ვიზუალური და ტექსტური კონსტრუქცია, „ფეიკ ნიუსების“ ზრდა და მათი ეპისტემიოლოგიური შედეგები და სხვა საკითხები. თითოეული მონაწილისთვის საკმაოდ ფასეული აღმოჩნდა პრეზენტაცია კორვენგენტული წერისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ. ამერიკელმა კოლეგებმა საკუთარი ნაშრომებისა და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების უფლებაც მისცეს ქართველ ჟურნალისტებს.
თათია პაჭკორიამ ამერიკაში მიღემული გამოცდილება გაუზიარა თავის კოლეგებს და ახლა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გეგმავს შექმნას სპეციალური სასწავლო კურსი მედიის ახალ მიმართულებებში.