გამოიცა სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის - “დებიუტი“, მეხუთე წიგნი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამოიცა სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის - “დებიუტი“, მეხუთე წიგნი


28 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებულის - “დებიუტი“, მეხუთე წიგნის წარდგინება გაიმართა, რომელიც მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეს მიეძღვნა.

 

სტუდენტთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური კრებული “დებიუტი“ 2016 წლიდან გამოიცემა და ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების გამოვლენას, მხარდაჭერასა და წახალისებას ისახავს მიზნად. მეხუთე კრებულში წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტთა პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური ნამუშევრები და თარგმანები. წიგნში ასევე ჩართულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრები.

 

მეხუთე კრებულმა 40-მდე ავტორი გააერთიანა, მთლიანობაში კი პროექტმა 250-ზე მეტი ახალგაზრდა ერთმანეთს გააცნო და ერთ გუნდად შეკრა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ფერწერული ნამუშევრების გამოფენა და პროექტ “დებიუტის“ ფარგლებში დაბეჭდილი მხატვართა კატალოგის პრეზენტაცია.

 

კრებულში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის გიორგი ცერცვაძის პუბლიცისტური ნაშრომიც დაიბეჭდა.

 

პრეზენტაციაზე პროექტის სარედაქციო საბჭოს წევრებმა “დებიუტის“ საუკეთესო ავტორები დაასახელეს შემდეგ ნომინაციებში:

  • “საუკეთესო ლექსი“ - შოთა ვეკუა;
  • “საუკეთესო პროზა“ - თეკლა გოცაძე;
  • “საუკეთესო ესე“ - მელანო ჩოკორაია;
  • “საუკეთესო თარგმანი“ - რუსუდან ჯანჯალაშვილი.

 

ნომინანტებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს: პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორმა სალომე კაპანაძემ, პროექტის სარედაქციო საბჭოს წევრებმა: მწერალმა შორენა ლებანიძემ და ირაკლი შამათავამ, პროექტის კოორდინატორმა შალვა ბერიანიძემ და გურო დავითლიძემ. შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდა ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

 

პროექტი განხორციელდა ა(ა)იპ „აფხაზეთის სახლის“ ინიციატივითა და თბილისის მერიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. „დებიუტის“ მეხუთე კრებული