ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ძვირფასო სტუდენტებო, გილოცავთ!

ძვირფასო მეგობარო,

 

გილოცავ სტუდენტობას, ყველაზე რომანტიკული და ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების დაწყებას! დამეთანხმები, ალბათ, რომ რომანტიკა და ახალი თავგადასავლები არ ნიშნავს მხოლოდ ბოჰემას. ის, პირველ რიგში, გულისხმობს საკუთარი პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების თვისებრივად ახალ საფეხურზე აყვანას: ახალი ცოდნის დაუფლებას, თანამედროვე საზოგადოებრივი ტენდენციების შეცნობასა და საღ ანალიზს; მეცნიერების, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამართლის გლობალური განვითარების კანონზომიერების შესწავლას და გააზრებას - ახალი გამოცდილების მიღებას, ახალი მეგობრების შეძენას. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას მახსენდება, და მინდა შენც შეგახსენო, დიდი ილიას სიტყვები: ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია.

 

სწორედ, რომ ასეა - თანამედროვე საზოგადოებას ცოდნის საზოგადოებას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, თავისი ცოდნის ფარგლების გათვალისწინებით, შეიძლება დაბალი სოციალური ფენიდან მაღალ ფენაში აღმოჩნდეს და პირიქით. ამის კონკრეტული მაგალითები ბევრია ჩვენს ყოფაში.

 

ისევ ილიას სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, ყოველდღე ჰკითხე შენს თავს დღევანდელმა დღემ რა შეგძინა და ამ დღეს ვის რა არგე... გარწმუნებ, თუ ამ პრინციპით გაატარებ სტუდენტურ წლებს - წარმატებული ხვალინდელი დღე შენი იქნება.

 

მაშ, ერთად შევქმნათ შენი მომავალი აქ, გრუნი-ს კამპუსში!...

 

ღრმა პატივისცემით,

რექტორი, პროფესორი

 

მამუკა თავხელიძე