ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამაზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 10 სექტემბრიდან და გაგრძელდება 30 ოქტომბრის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7).
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი.