საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 7 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით.
იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი და სწავლის ღირებულებულება.
მაგისტრანტობის კანდიდატებმა, ელექტრონულ ფოსტაზე master@gruni.edu.ge, შესაბამისი ფორმატით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- განაცხადი (შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული pdf ფორმატში);
- პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფორმატში);
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ) - pdf ფორმატში;
- ფოტოსურათი (3X4);
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის (pdf ფორმატში);
- საგამოცდო ბარათის ასლი (pdf ფორმატში);
- რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი (pdf ფორმატში);
- უცხო ენის ცოდნის B2-ის შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) - pdf ფორმატში;
შენიშვნა:
- მხოლოდ 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
- კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:
სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE22
მიმღების დასახელება - შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004
გაითვალისწინეთ! რეგისტრირებულად ჩაითვლებით ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა (სრულყოფილად გამოგზავნილი დოკუმენტებისა) და მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ
მნიშვნელოვანია!
- რეგისტრაციის დროს გამოიყენოთ აქტიური ელფოსტა;
- არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება;
- ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტი, მატერიალური ფორმით, უნდა წარმოადგინოთ ხელშეკრულების შევსების დროს.
უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში ჩატარდება პარალელურად, ონლაინფორმატით, სკოლების მიხედვით:
ა. სამართლის სკოლა - 2021 წლის 18 სექტემბერი - კანდიდატი უფლებამოსილია გამოცდა ჩააბაროს არჩევით, მიმართულებების მიხედვით. საკითხები იხილეთ:
გასაუბრება უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული) - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
ბ. ბიზნესისა და მართვის სკოლა - 2021 წლის 17 სექტემბერი - (გასაუბრება სპეციალობაში). საკითხები იხილეთ
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
გ. საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა - 2021წლის 18 სექტემბერი - (გასაუბრება სპეციალობაში) - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
დ. ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლა - 2021 წლის 17 სექტემბერი (გასაუბრება სპეციალობაში) - პროგრამების მიხედვით საკითხები იხილეთ:
- მასობრივი კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული) - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
- კლინიკური ფსიქოლოგია და კონსულტირება - საკითხები იხილეთ;
გასაუბრება ინგლისურ ენაში - სტანდარტული B2 დონის შესაბამისად;
უცხო ენის გასაუბრებისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერთიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ ALTE B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სადაც სწავლა განხორციელდა ინგლისურ ან გერმანულ ენებზე.
უცხნო ენის საკითხები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული).
5. გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება - 2021 წლის 20 სექტემბერი;
6. სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2021 წლის 23 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით (გარდა შაბათ-კვირისა).
7. რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2021 წლის 1 ოქტომბრისა.
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)