გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს მამუკა თავხელიძეს
მადლობას მოგახსენებთ თქვენ და თქვენს კოლეგებს დახმარებისათვის.
მადლობა იმისთვის, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი ფინანსური მდგომარეობა და მომეცით საშუალება, ეტაპობრივად დამეფარა სწავლის საფასური;
მადლობა იმისთვის, რომ ჩემს შვილს არ შეუჩერეთ სტუდენტის სტატუსი და მიეცით საშუალება გაეგრძელებინა სწავლა;
მადლობა იმ თანადგომისთვის, რასაც ჩემი შვილი მუდმივად გრძნობს ამ უნივერსიტეტისა და პირადად თქვენგან;
უფალი იყოს თქვენი მფარველი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა კვლავაც გააგრძელოთ ასეთი კეთილი საქმეები!
პატივისცემით,
თინათინ კიპაროიძე
19.07.21 წელი