გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის მალხაზ ბაქრაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „კომპანიის მართვა საინვესტიციო საქმიანობის მოდელირების საფუძველზე“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა: ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დავით სიხარულიძე.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - მალხაზ ბაქრაძის მიენიჭოს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.