იან კოხონოვსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აგრძელებს თანამშრომლობას გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტთან და სტუდენტებს სთავაზობს ორ გაცვლით პროგრამას:
- Erasmus+ -ის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სრულ დაფინანსებას, როგორც სწავლის, ისე სამოგზაურო და ცხოვრების ხარჯებს;
- დამოუკიდებელი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც აფინანსებს მხოლოდ სწავლას.
Erasmus + -ის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ბიზნესისა და მართვის სკოლის ყველა მიმართულების სტუდენტს;
- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის მხოლოდ ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს.
მეორე პროგრამაში ჩართვა, რომელიც აფინანსებს მხოლოდ სწავლას, შეუძლიათ შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:
- მედიცინა;
- ბიზნესი და მართვა;
- ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა და მას. კომუნიკაცია)
აუცილებელი მოთხოვნა: სტუდენტი უნდა ფლობდეს B 2 დონის ინგლისურს და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 24 ივნისის ჩათვლით უნდა განაცხადონ მეილზე: international@gruni.edu.ge
ინგლისურ ენაში გასაუბრება დაიგეგმება ინდივიდუალურად ონლაინ ფორმატით, Zoom -ის ან Google meet, პლატფორმის საშუალებით.