პრესკლუბში სტუდენტებმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პრესკლუბში სტუდენტებმა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს უმასპინძლეს

ყოველ პარასკევს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები ტელერადიოსტუდიის გადაცემა „პრესკლუბში“ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ იწვევენ ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ და საინტერესო ადამიანებს, მათთან ერთად განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს და პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად იძენენ ცოდნასა და იფართოებენ თვალსაწიერს.

 

7 ივნისს პრესკლუბში სტუდენტებმა უმასპინძლეს საერთაშორისო დიდოსტატს, სპორტის რაინდსა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს.

 

ჭადრაკი - სპორტი, ხელოვნება თუ მეცნიერება? - ასე დაიწყეს საუბარი სტუდენტებმა სტუმართან და მიმოიხილეს ქართული საჭადრაკო სკოლის შთამბეჭდავი ისტორია, წარმატებები, ისაუბრეს ქართველი მოჭადრაკე ქალების ფენომენის შესახებაც.

 

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა არაერთი საინტერესო შეხვედრა და წარმატებული ასპარეზობა გაიხსენა ქართული საჭადრაკო სკოლის ისტორიიდან.

 

გადაცემა „პრესკლუბი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტელერადიოსტუდიის ახალი პროექტია, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ პრაქტიკული კურსის სახით შესთავაზა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.