უნივერსიტეტმა წლის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები დაასახელა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტმა წლის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები დაასახელა

სრულდება 2020-2021 სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აჯამებს საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგებს.

 

ტრადიციულად, თითოეულმა სკოლამ, სტუდენტთა გამოკითხვისა და აკადემიური/სამეცნიერო პროდუქტიულობის შედეგების მიხედვით, გამოარჩია წლის საუკეთესო პროფესორ-მასწავლებელი, რომლებსაც, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის ბრძანებით (01-07/064, 21.05.21), მიენიჭათ ეს საპატიო წოდება.

 

წლის საუკეთესო პროფესორები:

  1. თამარ ღამბაშიძე - ბიზნესისა და მართვის სკოლა;
  2. ხათუნა კალაძე - მედიცინის სკოლა;
  3. მერაბ ტურავა - სამართლის სკოლა;
  4. თეა სამჭკუაშვილი - საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა;
  5. პაატა ნაცვლიშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა;
  6. ნიაზ ზოსიძე - ბათუმის წარმომადგენლობა.

 

წლის საუკეთესო ლექტორები:

  1. ნინო მაჭავარიანი;
  2. ნონა ჭანტურია;
  3. ირინე ცინცაძე.

 

ნომინანტებს გადაეცემათ საპატიო წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

 

უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ-მასწავლებლებს საპატიო წოდების მინიჭებასა და გამოცხადებულ დიდ ნდობას და შემდგომ წარმატებას უსურვებს მათ.