გადაცემა „პრესკლუბი“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტელერადიოსტუდიის ახალი პროექტია, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ პრაქტიკული კურსის სახით შესთავაზა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
გადაცემები, რომლებიც მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხება, სტუდენტების მიერ მზადდება და ყოველ პარასკევს უნივერსიტეტის პარტნიორი სატელევიზიო არხით - TV24-ით გადის ეთერში.
პროექტმა სტუდენტების დიდი მოწონება დაიმსახურა. პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად, „პრესკლუბი“ მომავალ ჟურნალისტებს პრაქტიკული საქმიანობის დიდ გამოცდილებასაც სძენს.
უნივერსიტეტის ტელერადიოსტუდიასა და გადაცემა „პრესკლუბს“ ხელმძღვანელობს ჟურნალისტი და ჟურნალისტიკის მიმართულების პრაქტიკული კურსის ხელმძღვანელი ნინო მაჭავარიანი.
გთავაზობთ „პრესკლუბის“ 14 აპრილის გადაცემას, რომელიც ონლაინსწავლების საკითხების განხილვას მიეძღვნა.
სტუდენტებმა გადაცემაში ამ საკითხზე სასაუბროდ მიიწვიეს თბილისის 98-ე საჯარო სკოლის დირექტორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი- გიორგი მომცელიძე.
2021 წლის 14 აპრილის გადაცემა: „ პრესკლუბი“