2021 წლის შემოდგომის სემესტრში ბიზნესისა და მართვის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ქალაქ ჰეიდენჰეიმის Baden-Wuerttemberg Cooperative state University (DHBW) - ში.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს ერთი სემესტრით გერმანიაში სწავლას და შემდგომ იქ დაგროვილი კრედიტების აღიარებას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ. სწავლა ინგლისურ ენაზე განხორციელდება.
.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელფოსტაზე: international@gruni.edu.ge
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გასაუბრება ინგლისურ ენაში წარიმართება ონლაინ რეჟიმში და გასაუბრების ვადების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ დამატებით.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა