მე ვარ ანა დავაძე თბილისის კერძო სკოლა „მოძღვარის“ მეთორმეტეკლასელი, წელს ვამთავრებ სკოლას და ვდგავარ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე - სწორად განვსაზღვრო ჩემი მომავალი.
მთელი წელი ვფიქრობდი, ვაკვირდებოდი, ვარჩევდი სპეციალობასა და უნივერსიტეტს... და გადავწყვიტე!
მე ვირჩევ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს!
რატომ გრუნის?! რამდენიმე ფაქტორის გამო:
პირველად ეს სასწავლებელი ახლა, დეკემბერში, გავიცანი, როდესაც გამოაცხადეს ესეების კონკურსი, შემდეგ ღია კარის დღეზე მიმიწვიეს, რომელსაც მოჰყვა არაფორმალური განათლების კვირეული, ახლა კი “Teen Academy” მიმდინარეობს...
ყველა ამ პროექტში ვმონაწილეობდი და გამოვარჩიე გრუნი იმიტომ, რომ აქ მხოლოდ დაპირებებს კი არ იძლევიან, არამედ გასწავლიან, გაცნობენ სპეციალობებს, თავის უნივერსიტეტს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, მეგობრულები და ყურადღებიანები არიან და ყოველივე ამის შემდეგ გადაწყვეტილება შენზეა!
მე უკვე დავრეგისტრირდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და პირველ და მეორე პრიორიტეტადაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავირჩიე!
ძალიან მინდა ამ გუნდის წევრი გავხდე!
იმედია გამიმართლებს ...
ანა დავაძე