სოლიდარობა, თანადგომა, ურთიერთდახმარება - ფრანგული პრესა უნივერსიტეტის ინიციატივის შესახებ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სოლიდარობა, თანადგომა, ურთიერთდახმარება - ფრანგული პრესა უნივერსიტეტის ინიციატივის შესახებ

„სოლიდარობა, თანადგომა და ურთიერთდახმარება - საქართველოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მობილიზებულია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად“ - ასე გამოეხმაურა ფრანგული პრესა უნივერსიტეტის ინიციატივას - პანდემიის პირობებში ფსიქოლოგიური დახმარება აღმოეჩინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ტრეფიკინგისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარებისათვის. პროექტი დაფინანსდა „ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს“ (AUF) მიერ.

 

კორონავირუსის პანდემია მარტოობისა და დეპრესიის გამომწვევ ფაქტორად იქცა!

პროექტის შედეგად, კარანტინის დროს, „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ რვა თავშესაფრის თითქმის 100 ბენეფიციარს უფასოდ გაეწია ფსიქოლოგიური დახმარება.

 

„გლობალური იზოლაციის პერიოდში მივხვდი, რომ ეს არ არის მარტო COVID-ი ან რაიმე სხვა დაავადება, რომელიც კლავს, არამედ მარტოობა და გულგრილობა აწუხებს ადამიანს... ფსიქოლოგთან ყოველი ვირტუალური ვიზიტისaთვის თითოეული ისე გულდასმით ვემზადებოდით, როგორც დიდი მოვლენისათვის - ვიკეთებდით მაკიაჟს, ვზრუნავდით გარეგნობაზე. სესიების განმავლობაში ვსწავლობდით როგორ უნდა ვყოფილიყავით კარგ გუნებაზე. სამწუხაროდ, ჩვენს დღეებში, უნდა „ისწავლო“, თუ როგორ უნდა იყოთ პოზიტიური. სესიის შემდეგ საშინაო დავალებას ვასრულებდით, რომელიც სიხარულისა და იუმორის გაზიარებას გულისხმობდა. შესაბამისად, ხელახლა შევიგრძენით ემოციების გამოხატვის გემო, გავიხსენეთ უბრალოდ საუბარი და ერთმანეთის მოსმენა.”- აღნიშნავს თავშესაფრის ერთ-ერთი ბენეფიციარი ფსიქოლოგიური სესიების შესახებ.

 

საერთო ჯამში, ჩატარდა სტრესის მართვის 120 - საათიანი ფსიქოლოგიური კურსი. სესიები მიმდინარეობდა ელექტრონულად გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ მოწვეული სამი ფსიქოლოგის მონაწილეობით.

 

გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ბენეფიციარების მხარდაჭერისა, პროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ბაზაზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, მედიცინისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სტუდენტების სტაჟირების პროგრამებს.

 

„აღნიშნულმა პროექტმა საშუალება მოგვცა მხარი დაგვეჭირა იმ პრობლემის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ჩაკეტილ სივრცეებში იმყოფებიან... ამასთანავე, ჩვენი სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში, რაც, თავის მხრივ, უნივერსიტეტის ცნობადობის მხრივ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“ - აღნიშნავს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.

 

სტატიის ფრანგულად გაცნობა