გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ მესამე სტუდენტური კონფერენციით დაასრულა შემოდგომის სემესტრი.
28 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე პედიატრიული ინფექციური დაავადებების კურსის სტუდენტებმა ბავშვებში ინფექციური დაავადებები განიხილეს.
სტუდენტებმა რავიჩადრაქ ჯაგადეშკუმარმა და კალსარია პრას ბჰარათმა წარმოადგინეს ბავშვებში ბაქტერიული საშიში ინფექციური დაავადებები, მათი სიცოცხლის ციკლი, დიაგნოსტიკა, მკურნალობის მეთოდები, გავრცელების გზები და საშუალებები, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვების ჯანმრთელობა.
დღეს, როდესაც პანდემია ზღუდავს მეცნიერების პირდაპირ შეხვედრებს, მნიშვნელოვანია სტუდენტებმა ისწავლონ ამ წინააღმდეგობების გადალახვა სამომავლოდ - აღნიშნა სტუდენტური კონფერენციების ორგანიზატორმა, პროფესორმა ლიანა სირაძემ.