საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა


წელიწადი შესრულდა, რაც “მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეიქმნა სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და მედიაციის სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი.

 

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ასოციაციამ წლის შედეგები შეაჯამა.

 

დაარსებიდან დღემდე ასოციაცია ყოველდღიურად აფართოებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიზნესსექტორთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინვესტორთა ასოციაციასთან, უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან. საქართველოს პროფესიულ კავშირთან და სხვა დაწესებულებებთან.

 

ასოციაციის საქმიანობა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც პანდემიის პერიოდში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმის, გამოყენება შესაძლებელი გახდა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის საქმიანობა ახალგაზრდების პროფესიული დაოსტატების თვალსაზრისით, ტრენინგები და პრაქტიკოს მედიატორებთან ერთად სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა სტუდენტებს საინტერესო გამოცდილებას სძენს, მედიაციის შესახებ მიმდინარე და უახლესი ინფორმაციის გაცნობა კი მათ პროფესიულად ზრდის.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთწლიან ნაყოფიერ საქმიანობას ულოცავს საქართველოს მედიატორთა ასოციაციას და შემდგომ წარმატებას უსურვებს!