საჯარო ონლაინ ლექცია: „ტერორიზმთან ბრძოლაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ონლაინ ლექცია: „ტერორიზმთან ბრძოლაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“

24 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ონლაინ ლექცია დოკუმენტური ფილმის ჩვენებით - „ტერორიზმთან ბრძოლაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“. პროექტის ავტორია სინძიანის უნივერსიტეტის ექპერტ-კონსულტანტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია. პროექტი განხორციელდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მიერ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით.

 

ონლაინ ლექცია, რომელსაც 80-მდე პირი ესწრებოდა, გახსნა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. ლექცია წარადგინა პროექტის ავტორმა ბადრი ნაჭყებიამ. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ლექციაზე წარმოადგინეს დოკუმენტური ფილმი. ლექციის მონაწილეებს მიესალმა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი ვან ლინი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პროექტის მხარდაჭერისთვის. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: თინათინ ლობჯანიძე, ოთარ არაბიძე, ლილი სალაძე, მარიამ შონია, ნინო ბარამია, ანა ურდულაშვილი, მეგი გვილავა და პროფესორები: თამარ თავხელიძე და დავით გუგავა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა სამაკაშვილი, რეზო ჭუმბურიძე, გიორგი რურუა და გიული გვარაძე.