უნივერსიტეტის პროფესორის კიდევ ერთი აღიარება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტის პროფესორის კიდევ ერთი აღიარება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-890 მუხლების კომენტარებში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის - ნინო ჭიპაშვილის, დისერტაცია - საბანკო გარანტია, ციტირების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩა, რაც მეცნიერის უდავო წარმატება და მისი ნაშრომის კიდევ ერთი აღიარებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის კომენტარების პროექტში ჩართულია 30-ზე მეტი ქართველი სამართალმცოდნე, მათ შორის, მეცნიერები, მოსამართლეები, ადვოკატები და დოქტორანტები.

 

პროექტის მიზანია შეიქმნას თანამედროვე აკადემიური სტანდარტების შესაბამისი ქართული კომენტარი, რომელშიც ასახული იქნება მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიები და ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა. კომენტარი სხვა ლიტერატურასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანონის სწორად გაგებისა და გამოყენების პროცესში, ქართული სამოქალაქო სამართლის განვითარებაში.

 

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP), ასევე, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში.

 

ნინო ჭიპაშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულია, რომელმაც დისერტაცია ამავე უნივერსიტეტში დაიცვა და დღემდე წარმატებით განაგრძობს აქ სამეცნიერო - პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

უნივერსიტეტი ულოცავს მას ამ აღიარებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს!