ამოქმედდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო პორტალი EURAXESS-ი.
EURAXESS-ი წარმოადგენს უნიკალურ, პანევროპულ ინიციატივას, რომელიც აერთიანებს 42 ქვეყანას და ხელს უწყობს მკვლევართა მობილობას, აკადემიურ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებას.
პორტალი უკვე მთელი დატვირთვით ფუნქციონირებს და მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს აწვდის ინფორმაციას საქართველოში კვლევის პოტენციალისა და გარემო პირობების შესახებ.
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://www.euraxess.ge/
იმედს გამოვთქვამთ, რომ გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური/მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა ამ მეტად მნიშვნელოვანი პროცესის თანმდევი და ახლო მომავალში, განუყოფელი ნაწილი გახდება.
გისურვებთ წარმატებას!
უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი