საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აუდიტორიებში გაგრძელების თარიღი, 19 ოქტომბერი, არ შეიცვლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

 

„ჩვენ გვქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უნდა გაგრძელებულიყო სწავლა 19 ოქტომბერს და ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში. უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, იქ სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვახდენთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო მოთხოვნილებები ჩვენი მოქალაქეების ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ, ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს მიღებული შესაბამისი დავალებები იმისთვის, რომ უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე იყოს დაცული სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სასწავლო პროცესი 19 ოქტომბრიდან აუდიტორიებში უნდა განახლდეს, ასევე ,პროფესიულ კოლეჯებშიც. თუმცა, როგორც პრემიერი ამბობს, მაგალითად, აჭარაში არსებული შეზღუდვები არ იხსნება საგანმანათლებლო დონეზე. ასევე, არ არის გადაწყვეტილი დაწყებითი საფეხურების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, როდის შეძლებენ მეექვსე კლასის ზემოთ მყოფი მოსწავლეები ონლაინ სწავლებიდან საგაკვეთილო სივრცეში დაბრუნებას.