სს „სილქნეტს“ საინტერესო და პერსპექტიული შეთავაზება აქვს უნივერსიტეტის შესაბამისი პროფილის სტუდენტებისთვის!!!
კომპანია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ამბიციურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აქვთ კერძო ბიზნესსა და ფინანსების სფეროში პრაქტიკის დაგროვებისა და განვითარების სურვილი!
სს „ სილქნეტი“ სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირებას ფინანსური ანალიტიკისა და IFRS რეპორტინგის მიმართულებით, რაც ნიშნავს:
- საქართველოს უმსხვილეს კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კომპანიის ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის პროცესებში ჩართულობას/გამოცდილების მიღებას;
- დასაქმების პერსპექტივას;
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ
განაცხადის გასაკეთებლად დასაშვებია 2 გზა:
- გადადით საიტზე jobs.silknet.com, რომელზეც განთავსებულია კომპანიის ყველა ვაკანსია, ერთჯერადად გაიარეთ რეგისტრაცია და შექმენით თქვენი ელექტრონული რეზიუმე (CV). ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე გააკეთოთ განაცხადი და დაარეგისტრიროთ თქვენი რეზიუმე (CV).
- ელ. ფოსტაზე (khatiakurashvili@silknet.com; ngabashvili@silknet.com ) გააგზავნეთ დაინტერესებული სტუდენტების ან კურსდამთავრებულების CV-ები.
შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება უნივერსიტეტის სტუდენტებს/ კურსდამთავრებულებს და განიხილება მათი განაცხადები დასაქმების პერსპექტივით.
საკონტაქტო პირი: თათა გაბაშვილი
ადამიანური რესურსების განყოფილების სპეციალისტი
სილქნეტი
E-mail: tgabashvili@silknet.com
მობ: (+995) 577747212
გოთუას N3,
0112, თბილისი