- როდესაც პირველად შემოვდგი ფეხი, პატარა ვიყავი და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სახლში ვიყავი, ისეთივე თბილი და მყუდრო გარემო დამხვდა, რომელსაც შესანიშნავი ადამიანები ქმნიდნენ და ქმნიან და დღეს უკვე მეც მათი ნაწილი ვარ.
გ. მ. - სამართალი
- ამ უნივერსიტეტში პირველად ფსიქოლოგიის პროექტში ვმონაწილეობდი, ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ტრენინგმა გადამაწყვეტინა რა მინდოდა. ზოგადად ყველა სფერო მაინტერესებს, თუმცა იმ დღეს გადავწყვიტე, რომ პროფესიად ფსიქოლოგია ამერჩია.
მ.ბ. - ფსიქოლოგია
- მეგობრული რექტორი, სტუდენტები და ძალიან კარგი გარემო დამხვდა, რამაც მომხიბლა და იმედი მომეცა, რომ მათი დახმარებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავ და ისინი ყველაფერში დამეხმარებიან.
ა.გ. - ტურიზმი
- ღმერთოო! ნუთუ მართლა გრუნის სტუდენტი ვარ და რამდენიმე წელი აქ უნდა გავატაროო... მჯერა, რომ იმედები არ გამიცრუვდება, ყველას დავამახსოვრებ თავს...
ლ.ქ. - სამართალი
- გარემო,სადაც შეგიძლია იყო სხვა რეალობაში, სწორ რეალობაში.
ნ.რ. - ფსიქოლოგია
- ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გაცვლითი პროგრამები და იმიტირებული სასამართლო გაქვთ. ძალიან მომწონს თქვენი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ.
კ.გ. - სამართალი
- პირველად მე - 10 კლასში ვიყავი, როდესაც პროექტ teen academy - ის შესახებ გავიგე, უნივერსიტეტის გარემომ და სწავლის ხარისხმა სასიამოვნოდ გამაოცა... უნივერსიტეტმა ამისრულა ოცნება და 16 წლის ასაკში შევძელი, რა თქმა უნდა გუნდთან ერთად, პარლამენტში კანონპროექტი გამეტანა...მალევე მივხვდი, რომ, ასაკის მიუხედავად, დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ამაში კი სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირადად მე ძალიან დამეხმარა... მე აღმოვაჩინე ჩემი ყველა სურვილი ამ უნივერსიტეტში და მჯერა მომავალშიც ვიამაყებ ჩემი გადაწყვეტილებით...სწორედ ამიტომ ავირჩიე #033.
მ.კ. - სამართალი
- ამ უნივერსიტეტში მივიღე სითბო და ყურადღება, თავი ვიგრძენი სტუდენტად.
თ.ს. - ტურიზმი
- უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის დიზაინმა და ადმინისტრაციის კეთილგანწყობამ მომხიბლა, ბევრი სტუდენტისგან მსმენია საკუთარი უნივერსიტეტის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება, რადგან ზოგიერთი სასწავლებლის ადმინისტრაცია უხეშად და აგდებულად უდგება ბავშვებს. ამაყი ვარ რომ გრუნი ამ მხრივ მდიდარია.
კ.ჯ. - სამართალი
- ძალიან ვამაყობ, რომ გრუნიში ვსწავლობ.
ქ. ჯ. - სტომატოლოგია
- როცა აბიტურიენტი გავხდი, საბოლოოდ მტკიცედ გადავწყვიტე სამართალზე ჩამებარებინა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მაინტერესებს კრიმინალისტიკის განხრა, იმის გათვალისწინებით, რომ რობაქიძის უნივერსიტეტს საქართველოში საუკეთესო კრიმინალისტიკის ლაბორატორია აქვს და ყველაფერთან ერთად ხორციელდება საინტერესო პროექტები, ავირჩიე ეს უნივერსიტეტი და ვამაყობ ამ არჩევანით.
ს.ტ. - სამართალი
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჩემს თავს ჩემით ვურჩიე, რადგან ვიცი, რომ ნამდვილად პროფესიონალების ხელში ვიქნები.
ბ.მ. - სტომატოლოგია
- სკოლებზე და ადმინისტრაციაზე უფრო თავდაპირველად ყველაფერში როენა ბახიამ გაგვარკვია ყველანი, ერთად შეგვკრიბა და დაგვეხმარა ყველა ინფორმაციის მოძიებაში და მიღებაში. ასევე, თიკოც, რომელსაც არასდროს ეზარებოდა ჩვენს კითხვებზე პასუხი, შემდეგ იყო დეკანატი.
ნ.მ. - სამართალი
- თქვენს ერთ პროექტს დავესწარი, მეგობარს მოვყევი და ერთი გოგონა ისე საინტერესოდ საუბრობდა და ყველა ისე აქებდა, მეც მომინდა მის ადგილას ყოფნა. თვალები უნათებდა და ძალიან ძალიან გულწრფელი იყო. ამიტომ ავირჩიე ეს უნივერსიტეტი.
მ.თ. - სამართალი
- გარემო ძალიან თბილია. უნივერსიტეტი საკმაოდ კეთილმოწყობილია. გრუნი პატარა ოჯახია.
მ.ხ. - ბიზნესის ადმინისტრირება(მარკეტინგი)
- ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ!
დ.პ. - სტომატოლოგია