საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ეტაპს.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სტაჟირება გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
- ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
- მაგისტრატურის სტუდენტებს;
- დოქტორანტურის სტუდენტებს;
- კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დაასრულეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და არ არის გასული 2 (ორი) წელი;
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა:
- მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 და მეტი);
- პროგრამაში მონაწილეობის შესახებ თანხმობის განაცხადზე ხელმოწერა.
თანხმობის შესახებ განაცხადი:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები მიმდინარე წლის 28 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 19:00 საათამდე უნდა მობრძანდეთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურში და ხელი მოაწეროთ თანხმობის განაცხადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები/კურსდამთავრებულები, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლა ამ პროგრამით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ცხელ ხაზს, ან უნივერსიტეტის წარმომადგენელს:
ცხელი ხაზი: (+995 32) 2 197755
საკონტაქტო პირი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახური.
ელ. ფოსტა: m.lomia@gruni.edu.ge
მობილური: 599 776 771