ერთი სტუდენტის წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთი სტუდენტის წარმატება


დასრულდა სასწავლო წელი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს დაუბრუნდნენ პარტნიორ უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამით მყოფი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები: გიორგი თავხელიძე, მარიამ ზარქუა, თამარ მეფარიშვილი, მიხეილ ჭვინაშვილი, სალომე ზაბახიძე. ნაწილი ერთი სემესტრით, ნაწილი კი მთელი წლით იმყოფებოდა საფრანგეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

ამ უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებმა არაერთხელ გამოიჩინეს თავი, წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და სწავლაში მიღწეული წარმატების გამო ფინალური გამოცდებიდანაც კი გათავისუფლდნენ.

 

ახალი სასწავლო წლიდან ახალი ჯგუფი გაემგზავრება ევროპული განათლების მისაღებად. ერთ-ერთი მათგანი, ბიზნესისა და მართვის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი - ნიკა კოდიაშვილია, რომელიც წელს საფრანგეთის კლერმონ-ფერანის (Clermont-Ferrant) სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების უფასო ინგლისურენოვან ერთწლიან პროგრამაზე ჩაირიცხა.

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ნიკა კოდიაშვილი მიიღებს საფრანგეთის რესპუბლიკის ბაკალავრიატის სრული კურსის დიპლომს, რომლის დახმარებითაც შეძლებს ჩაირიცხოს მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე.

 

ერთი წლის წინ ნიკა გაცვლითი პროგრამით პოლონეთის იან კოხონოვსკის უნივერსიტეტშიც სწავლობდა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს ნიკას სწავლაში.