გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, სამართლის სკოლის ასისტენტმა, ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიანტმა გიორგი მირიანაშვილმა მიმდინარე წელს კიდევ ერთი საერთაშორისო სტიპენდია მოიპოვა.
გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით გიორგი მირიანაშვილი სამი თვის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვება კვლევით საქმიანობაში და სამეცნიერო მუშაობას გააგრძელებს ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში (გერმანია).
გიორგი მირიანაშვილმა სტიპენდია მოიპოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კვლევითი პროექტის ფარგლებში, სახელმძღვანელოს: „ექსტრადიციის ევროპული და ქართული სამართალი“ , მოსამზადებლად.
უნივერსიტეტი ულოცავს გიორგი მირიანაშვილს ამ წარმატებას.