Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო პარტნიორ უნივერსიტეტს ახალ გრანტს სთავაზობს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო პარტნიორ უნივერსიტეტს ახალ გრანტს სთავაზობს

COVID 19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) პარტნიორ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ახალ გრანტს სთავაზობს. გრანტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე:

https://www.auf.org/nouvelles/actualites/appel-a-projets-international-auf-covid-19/

პროექტი შეეხება:

  1. ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი მასალების (ნიღბები, ხელთათმანები, სადეზინფექციო საშუალებები, რესპირატორები, დოლბანდები და ა.შ.) წარმოებას;
  2. ჯანდაცვის ქმედებებს;
  3. აპლიკაციის შექმნას;
  4. პრევენციის შესახებ კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლებას;
  5. მოწყვლად და იზოლირებულ პირთა დახმარებას;
  6. კრიზისის ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური უარყოფითი გავლენის პრევენციას;
  7. იზოლაციის პერიოდში ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთას;
  8. ასევე, ვირუსთან დაკავშირებულ სხვა თემატიკას.

 

გრანტის ღირებულება შეადგენს 10 000 -დან 20 000 -მდე ევროს.

 

უნივერსიტეტში პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 აპრილი.

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე

mail: t.gagoshidze@gruni.edu.ge

მობ: 571 27 00 11