პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტები აცხადებენ კონკურსს სტუდენტებისთვის


მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად და იმ იმედით, რომ თანამედროვე მეცნიერება გაუმკლავდება გავრცელებულ პანდემიას, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორი ფრანგული უნივერსიტეტებიაცხადებენ კონკურსს სტუდენტებისათვის:

 

ქალაქ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის;

 

ქალაქ რენის სიანს-პო (Sciences Po Rennes) - სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებისთვის;

 

ქალაქ კლერმონ-ფერანის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის.

 

სტუდენტს შეუძლიათ ამოირჩიოს როგორც ინგლისურენოვანი, ისე ფრანგულენოვანი კურსი.

 

აღნიშნულ უნივერსიტეტებში სწავლა ფინანსდება საუნივერსიტეტო კონტრაქტების საფუძველზე, რაშიც არ იგულისხმება ცხოვრებისა და ტრანსპორტის ხარჯები.

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 20 აპრილი.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე

ელფოსტა: t.gagoshidze@gruni.edu.ge მობ. 57127 00 11