უნივერსიტეტში ახლი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება ტარდება, კერძოდ: უნივერსიტეტი ელექტრონული სწავლების რეჟიმზე გადავიდა, შეზღუდული გრაფიკით მუშაობს ადმინისტრაცია, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
უნივერსიტეტის სამივე კამპუსში, თბილისსა და ბათუმში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისაგან მიღებული Covid-19- ისადმი ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციებისა და წესების შესაბამისად, ანტიბაქტერიული სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა აუდიტორიები, სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, სათავსოები და სხვა სარელასაქციო სივრცეები, აგრეთვე, კედლები, კარებები, ფანჯრები, სახელურები და ავეჯის ზედაპირები.
ამასთან ერთად, უნივერსიტეტმა შეიძინა ხელის მექანიკური დისპენსერები და ხელის სხვა სადეზინფექციო საშუალებები. ერთჯერადი და სპეციალური დანიშნულების დასუფთავების მოწყობილობები, რომლებსაც საფრთხის არსებობის პერიოდში სისტემატურად გამოიყენებს.