სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში “ახალგაზრდობა და სამართალი“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ბათუმში “ახალგაზრდობა და სამართალი“


16 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობისა და ა(ა)იპ საქართველოს სამართლიანი ახალგაზრდობის ინიციატივით გაიმართა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “ახალგაზრდობა და სამართალი“.

 

კონფერენციაზე განხილული საკითხები მრავალფეროვანი იყო და მის მუშაობაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის: პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, რადიო ბათუმის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ა(ა)იპ საქართველოს სამართლიანი ახალგაზრდობის წარმომადგენლები.

 

კონფერენციას საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი; ა(ა)იპ მწვანე სექტორის თავმჯდომარე - ილია გუჩმანიძე, პროფესიული კოლეჯი ბლექსის დირექტორი - გიორგი გოგიტიძე; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ამირან მესხიშვილი; ა(ა)იპ საქართველოს სამართლიანი ახალგაზრდობის თავმჯდომარე, გრიგოლ რობაკიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი - ქეთევან ლასტაკანიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - მაკა ლომაძე;

 

სისხლის სამართლის ადვოკატი - ზვიად მარკოიძე და სხვა სტუმრები.

 

აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობამ დაამკვიდრა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების გამართვის კარგი ტრადიცია, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს კვლევების, განვითარებისა და მასშტაბური აზროვნების შესაძლებლობას. ამიტომაცაა, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აჭარის წარმომადგენლობა ერთ-ერთი საუკეთესო საგანამანათლებლო დაწესებულებაა რეგიონში.

 

 სტუდენტებმა კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს, თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

კონფერენციის მოდერატორები იყვნენ: გუგული თურმანიძე - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სასწავლო პროცესების მართვის მენეჯერი, ხარისხის უზრუნველყოფის კორდინატორი, სტუდენტური მხარდაჭერისა და სერვისის კორდინატორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დოქტორანტი;

მაია მახარაძე - ა(ა)იპ საქართველოს სამართლიანი ახალგაზრდობის თავმჯდომარის მოადგილე .